ბიზნესი
28/10/2020

"საქართველოს ფოსტა" პრივატიზაციისთვის მზად არის - როგორია კომპანიის ხელმძღვანელის მოსაზრება

ეროვნული საფოსტო ოპერატორის გენერალური დირექტორის პოზიციით, "საქართველოს ფოსტის" ნაწილობრივი პრივატიზება უნდა განხორციელდეს.

ფოსტა პრივატიზაციისთვის უკვე მზად არის, თუმცა კომპანიაში მიაჩნიათ, რომ არსებობს ვალდებულებები, მათ შორის არაკომერციულიც, რომლითაც ინვესტორის დაინტერესება საკმაოდ რთული იქნება. შესაბამისად, ლევან ჩიკვაიძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი ფოსტის ნაწილობრივ პრივატიზაციაშია.

"გადაწყვეტილების მიღება პრივატიზაციაზე მარტივია, მაგრამ შესრულება არის ძალიან რთული. არის ბიზნესის მიმართულება, რომელიც საინტერესოა ბიზნესსუბიექტებისთვის და შეიძლება ეს ნაწილი გადაანდოთ მათ, მაგრამ არის ისეთი ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს ვალდებულებაა და ბიზნესისთვის შესაძლოა ვერ გახდეს საინტერესო. მაგალითად, Deutsche Post-მაც ვერ შეძლო ბოლომდე ინტერესის გაჩენა და 20% ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩა. მაგალითები ბევრი გვაქვს და ამ მაგალითებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ,"  - ამბობს "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

"საქართველოს ფოსტას" 2019 წელს 90 მლნ ლარის შემოსავალი და 87 მლნ-ის ხარჯი ჰქონდა. კომპანიამ გასული წელი 3 მლნ-ის მოგებით დახურა, რაც ბოლო წლებში მაქსიმალური მაჩვენებელია.   

"საქართველოს ფოსტის" აქტივებს, სახელმწიფო ინვესტორებს 2021 წლიდან შესთავაზებს.

Businesspartner