ბიზნესი
15/09/2022

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს "ფინბიურო" შეუერთდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს "ფინბიურო" შეუერთდა.

კომპანია "ფინბიურო" საქართველოში 2015 წლიდანაა წარმოდგენილი და მისი ძირითადი მისიაა სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღება. 

კომპანიის მთავარი საქმიანობა ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებების მართვაა საფინანსო ორგანიზაციებისგან სესხების შესყიდვის გზით, შესაბამისად, მომხმარებლებს მათ საბოლოო დაფარვაში ეხმარება.

"ფინბიუროს" გუნდი აქტიურად მუშაობს მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური შეღავათებისა და გრაფიკის შედგენასა და შეთავაზებაზე, მიმდინარე ვალდებულებების ერთ სივრცეში მოქცევასა და სამომავლო მართვაზე.

აღსანიშნავია, რომ "ფინბიურო" ვადაგადაცილებული სესხების ყველაზე დიდ პორტფელს ფლობს და ამ მიმართულებით ბაზრის ლიდერი კომპანიაა.

კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 ფილიალითაა წარმოდგენილი.

დასაქმებულთა რაოდენობა 800 თანამშრომელზე მეტია, ხოლო მომხმარებელთა რიცხვი 200 000-ს აჭარბებს.

როგორც "ფინბიუროში" აღნიშნავენ, 2015 წლიდან დღემდე კომპანია წარსულში დაგროვილი ვალდებულებების დაძლევაში მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარა, რაც ვადაგადაცილებული სესხების დაძლევასთან ერთად მოქალაქეებს აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას უმარტივებს.

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება „ფინბიუროს“ BAG-ის წევრთა რიგებში და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა. აღსანიშნავია, რომ ასოციაციაში წევრიანდებიან დარგის ლიდერი კომპანიები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ბიზნეს ოჯახს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო იქნება" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023