ბიზნესი
31/08/2022

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრი Wondernet Express Investment Group-ი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრი Wondernet Express Investment Group-ი გახდა.

Wondernet Express Investment Group-ი დაარსდა ADIA-ს, Covalent-ისა და აშშ-ში ცნობილი ამერიკული კომპანია - Trammo, inc-ს მიერ, სადაც დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი. აღნიშნული ტერმინალის ასაშენებლად, რომელიც 2021 წლის აპრილიდან ოპერირებს, მოხდა 25 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია.

Wondernet Express Investment Group-ი ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ბათუმის პორტში არსებულ ტერმინალში მინერალური სასუქების დასაწყობებას ახორციელებს და შემდეგ გემით გატანას.

ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალი გაშენებულია 1.5 ჰექტარ ტერიტორიაზე, აქვს სამი დახურული საწყობი, რომელიც საერთო ჯამში იტევს 80,000 ტონამდე ტვირთს და აღჭურვილია დატვირთვა-გადმოტვირთვის ლენტურ-კონვეიერული სისტემებით, კანალიზაციისა და კომუნიკაციების სისტემებით, ვიდეოკამერებითა და ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, რომელიც უზრუნველყოფს ტერმინალის უსაფრთხო და გამართულ მუშაობას.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ახალ წევრს, Wondernet Express Investment Group-ს. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას და განვითარებას, ახალ სეზონთან ერთად ჩვენს რიგებს შემოუერთდა 10-მდე ახალი წევრი. ჩვენი ასოციაცია მოიცავს ყველა მნიშვნელოვან დარგს, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.

აღსანიშნავია, რომ Wondernet Express Investment Group-ი პროფესიონალების კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია მაღალ ხარისხზე და საუკეთესო მომსახურებაზე. კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს დიდ ბიზნეს ოჯახში და ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო და ეფექტიანი იქნება“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023