ბიზნესი
29/06/2022

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით "თიხის აკადემია" საქმიანობას აფართოვებს

საქართველოს ბანკი ქართული ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ხელნაკეთი კერამიკული ნივთების საწარმო საქმიანობას ავითარებს. საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 30,000 ლარს შეადგენს.

„თავდაპირველად მომხმარებელს კერამიკის ხელნაკეთ ჭურჭელსა და სუვენირებს ვთავაზობდით. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ახალი ინვენტარი შევიძინეთ და ჩვენს საქმიანობას ახალი მიმართულება - თიხის აკადემია დავამატეთ. აკადემიაში როგორც პატარებს, ასევე დიდებს, ძერწვის შესწავლის კურსებს ვთავაზობთ. ინტერესი დღითიდღე მატულობს, რაც ძალიან გვახარებს და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ განვითარება“, - აცხადებს ბიზნესის ხელმძღვანელი, მაიკო ჩინჩალაძე.

საწარმოს პროდუქცია ონლაინ, ბიზნესის ფეისბუქ გვერდზე და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მაღაზიებშია ხელმისაწვდომი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023