ბიზნესი
15/07/2022

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით "ნუზლი" წარმოებას აფართოებს

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ნატურალური ზეთის მწარმოებელი „ნუზლი“ საქმიანობას ავითარებს.

ბანკის მიერ გაცემული 100 000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, კომპანიამ საჭირო დანადგარები შეიძინა, ხოლო ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით, ბანკის მხრიდან დამატებით 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. 

„ნუზლი“ ცივი დაწნეხით მიღებულ 100%-ით ნატურალურ კაკლისა და მზესუმზირის ქართულ ზეთს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებში ხორციელდება.  

„ნუზლი“ საქართველოში პირველი ბრენდია, რომელიც ცივი დაწნეხით დამზადებულ ზეთს აწარმოებს. მსგავსი ტექნიკა უზრუნველყოფს, რომ პროდუქციამ შეინარჩუნოს ვიტამინები და ჯანსაღი ნივთიერებების სტრუქტურა. პროექტი საქართველოს ბანკის 70%-იანი ინვესტიციით წამოვიწყეთ და დროსთან ერთად, მომხმარებლის მხრიდან გაზრდილი ინტერესის საფუძველზე, გადავწყვიტეთ არ გავჩერებულიყავით და გაგვეგრძელებინა განვითარება. ვგეგმავთ კიდევ მეტად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ”, - აცხადებს კომპანია „ნუზლის“ დირექტორი, ბესიკ ჯაფოშვილი. 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023