ბიზნესი
25/01/2022

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით "გეოდე" ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელების ბრენდი და ონლაინ მაღაზია, „გეოდე“, ექსპორტზე გასასვლელად ემზადება.

კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ნატურალური ტყავის ხელნაკეთ ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს სთავაზობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში მოზიდული 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიციით კი,   „გეოდე“ ადგილობრივ ნაწარმს ამერიკისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე განათავსებს.

ფეხსაცმელების დიზაინი და ბიზნესის იდეა, პროფესიით მხატვარ-არქიტექტორ, ზურაბ ტურცელაძეს ეკუთვნის. ბრენდის მიზანიც, ხელოვნებიდან მიღებული ინსპირაციით, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, კომფორტული პროდუქციის შეთავაზებაა. „გეოდე“ მომხმარებლებს მათთვის სასურველი ინიციალებით თუ წარწერით, ფეხსაცმლის უნიკალური დიზაინისა და მოდელის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. 

„ჩვენთვის ფეხსაცმელი განსაკუთრებული აქსესუარია, რომელიც ადამიანს კომფორტულობას, სიმსუბუქეს და თავდაჯერებულობას აგრძნობინებს. ფეხსაცმლის შექმნას აღვიქვამთ, როგორც ხელოვნებას, რომელიც მოითხოვს ბევრ დეტალს, დიდ მონდომებასა და ენერგიას. თითოეულ დიზაინს ჯერ წარმოსახვაში ვაცნობიერებთ და შემდეგ რეალობაში გადმოგვაქვს.   საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა ეს ყველაფერი კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მომხმარებელს  შევთავაზოთ პროდუქცია, როგორც საკუთარი თავის და ინდივიდუალურობის გამოხატვის ერთ-ერთი გზა“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ ხებრელაშვილმა.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ბიზნესის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაა. სულ მალე, ჩვენი პარტნიორის, კომპანია „გეოდეს“ მიერ საქართველოში წარმოებული, მაღალი ხარისხის პროდუქცია, საერთაშორისო ბაზრებზე იქნება ხელმისაწვდომი. მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ბიზნესის სამომავლო განვითარებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ „გეოდეს“, ჩვენ კი კვლავ ვაგრძელებთ ადგილობრივი მეწარმეებისა და ბიზნესის გაძლიერებას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023