ბიზნესი
15/07/2022

საქართველოს ბანკისა და "ბუღალტერთა კლუბი ფორუმის" ერთობლივი ტრენინგი ბათუმში გაიმართება

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და “ბუღალტერთა კლუბი ფორუმის” პარტნიორობით, ბათუმში ტრენინგი „მმართველობითი აღრიცხვა სასტუმროში“ გაიმართება. ღონისძიება 22 ივლისს, 18:00 საათზე, Hilton-ში შედგება. ტრენინგი სასტუმროებში სისტემების დანერგვის და ავტომატიზაციის პროცესს შეეხება.

უფრო კონკრეტულად, შეხვედრა ისეთ საკითხებს დაეთმობა, როგორიცაა: სასტუმროში გამოყენებული სააღრიცხვო სტანდარტები; სააღრიცხვო სისტემების მიმოხილვა და მათი ფუნქციონალი; საოპერაციო სისტემის დანერგვის პროცესები და ეტაპები; ERP სისტემასთან ინტეგრაციის პროცესი და სხვა. ტრენინგს ქეთი ჩიკვაშვილი გაუძღვება, რომელსაც მომსახურებისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ფინანსური მიმართულებით 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

ტრენინგზე დასწრება „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ წევრებისთვის თავისუფალია. დასწრებას რეგისტრირებული პირველი 70 ადამიანი შეძლებს. რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს 

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ორგანიზაციის წევრი და გსურთ გაწევრიანება, გადადით ბმულზე

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ბიზნესმომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული სიახლეები შესთავაზოს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა მორიგ საინტერესო ტრენინგს ვუმასპინძლოთ “ბუღალტერთა კლუბი ფორუმთან” ერთად. აღნიშნული შეხვედრა ჩვენი ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებით ხელი შევუწყოთ ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებაში, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მათ საქმიანობაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.