ბიზნესი
22/08/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ტერასა რეზორთ ბაკურიანი" შენდება

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით დეველოპერული კომპანია „ტერასა ჯგუფი“ ახალ პროექტს - „ტერასა რეზორთ ბაკურიანს“ ახორციელებს. პროექტი ბაკურიანის ცენტრში, ტყის პირას, 10,000 კვ.მ -ზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გულისხმობს. მისი ჯამური ღირებულება 9 მლნ. აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 6,1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

პროექტი როგორც საცხოვრებელ, ასევე სასტუმრო კომპლექსს, საცურაო აუზს, რესტორანს, ბარს და სკი დეპოს გააერთიანებს. ტერიტორიის ნახევარზე კი სრულად რეკრეაციული ზონა მოეწყობა. პროექტის დასრულება 2023 წელს იგეგმება.

„ტერასა ჯგუფის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხისა და კომფორტის ერთობლიობა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და განახორციელოს გონივრული ინვესტიცია. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა, ისეთი პროექტები განვახორციელოთ, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს გარემოს განვითარებასა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. „ტერასა ბაკურიანი“ ამირანის პარკთან განთავსდება და დამსვენებელს მშვიდი და კომფორტული დასვენებისთვის საჭირო ყველა პირობით უზრუნველყოფს“, - აცხადებს ტერასა ჯგუფის კომერციული დირექტორი, თამარ გაფრინდაშვილი.

„ტერასა ჯგუფი“ 2017 წელს დაფუძნდა. 5 წლის განმავლობაში კომპანიამ 16 პროექტზე იმუშავა, საიდანაც 12 უკვე დასრულებულია და ყველა მათგანი 3000-მდე მობინადრეს აერთიანებს. „ტერასა ჯგუფის“ პორტფოლიო საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს თაუერის, საკურორტო და საცხოვრებელი ტიპის კომპლექსებს. მიღებული გამოცდილებით კომპანია აუმჯობესებს ხარისხს, სერვისს და უძრავი ქონების ბაზარზე საუკეთესო საინვესტიციო პროდუქტებს ქმნის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023