ბიზნესი
29/06/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "მთის ლუდმა" წარმოება სამჯერ გაზარდა

საქართველოს ბანკი ქართული წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კასპში ლუდის საწარმომ წარმოება სამჯერ გაზარდა. პროექტის ჯამური ღირებულება 300,000 ლარს შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია 85,000 ლარს უტოლდება.

„მთის ლუდის“ ბრენდის ქვეშ, კომპანია ცოცხალ, გაუფილტრავ კრაფტ ლუდის წარმოებას ახორციელებს. პროდუქციის რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, კასპში, გორში, მუხრანში, ქარელში, თბილისსა და სხვა ქალაქებში ხორციელდება.

ფინანსური რესურსი თანამედროვე ხარისხის  ინვენტარის შეძენას მოხმარდა. კომპანია თვის განმავლობაში  15-20 ტონა ლუდის წარმოებას უზრუნველყოფს.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, წარმოების გაფართოვება და თანამედროვე  სტანდარტების დანერგვა შევძელით. საწყის ეტაპზე, ყოველდღიური წარმოება 200 ლიტრს შეადგენდა. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ კი, ეს მაჩვენებელი 600 ლიტრს აჭარბებს. ჩვენი მიზანია, მეტად გავზარდოთ წარმოება და დღეში 2 ტონა მოცულობის ლუდი გამოვხადოთ. წარმოებას ვისკიც დავამატეთ, სამომავლოდ კი, ვგეგმავთ მომხმარებელს სხვა სახეობის ლუდიც შევთავაზოთ“, - აცხადებს ზურაბ თეზიაშვილი, საწარმოს ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, ბმულზე

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023