ბიზნესი
14/07/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლაგოდეხში "მახაშვილების რანჩო" განვითარებას განაგრძობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ლაგოდეხში „მახაშვილების რანჩო“ ფართოვდება. ბანკის მიერ გაცემული 200,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია 3,000 კვ.მ. საჯინიბოს მოწყობას, ცხენების და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა.

რანჩო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებთან ახლოსაა განთავსებული და ამჟამად საჯინიბოს, ცხენებისთვის განკუთვნილ საჯირითო სივრცეს და ევროსტანდარტების შესაბამის თავლას აერთიანებს. „მახაშვილების რანჩო“ მომხმარებელს პროფესიონალი გიდების ჩართულობით საცხენოსნო ტურებსაც სთავაზობს.  

„ლაგოდეხი ჩემთვის ბავშობაში აქ გატარებულ ლამაზ დღეებთან ასოცირდება. აქ გადმოსვლაც სწორედ აქაური ბუნების, მიწის და მხარის სიყვარულის გამო გადავწყვიტე. აქ გატარებული ყოველი დღე ერთგვარი თავგადასავალია. „მახაშვილების რანჩო“ ის საქმიანობაა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს და რითაც ვცდილობ, ბუნებასთან ურთიერთობის ბედნიერება და სიყვარული სხვებსაც გავუზიარო“, - ამბობს „მახაშვილების რანჩოს“ ხელმძღვანელი, გივი მახაშვილი.

სამომავლოდ, პროექტი ადგილზე კოტეჯების განთავსებას ითვალისწიებს, სადაც სტუმრები შეძლებენ დარჩნენ და კიდევ უფრო სასიამოვნოდ და კომფორტულად გაატარონ დრო ბუნებასთან და ცხენებთან ერთად. პროექტის ჯამური ღირებულება 5,000,000 ლარს შეადგენს. 

„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში „მახაშვილების რანჩო“ აგრძელებს განვითარებას. აღნიშნული, ერთადერთი მსგავსი ტიპის სივრცეა კახეთის მხარეში, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დამსვენებლებში. მსგავსი პროექტები მნიშნელოვნად უწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს სამომავლო გეგმების განხორციელებაში, ჩვენ კი ვაგრძელებთ ქვეყნის მასშტაბით საინტერესო ბიზნეს პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის,  ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი, გიორგი ბოჩიკაშვილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023