ბიზნესი
27/07/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია "ელგიმ" მზის პანელები დამონტაჟა

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ელგის“ პარტნიორობის ფარგლებში კახეთში, ქალაქ თელავში,  მზის ელექტრო სადგურები დამონტაჟდა. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 150 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანიის ელექტრო ენერგიის დღიური გამომუშავება უკვე 300 ლარს შეადგენს. კომპანია წელიწადში 48 000 ლარამდე დაზოგავს, რასაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარს.

პროქტის ჯამური ბიუჯეტი 1 365 000 ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 1 145 000 ლარს შეადგენს.

„ჩვენ საქართველოს ბანკთან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და მოხარული ვართ რომ ახალი პროექტიც სწორედ მათი მხარდაჭერით განვახორციელეთ. კომპანია „ელგი“ ოპერირებს ბაზარზე სასტუმრო „ალაზნის ველით“, რომელიც მდებარეობს კახეთის შუაგულში, ისტორიულ ქალაქ თელავში. სასტუმრო მოიცავს 50 ნომერს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტიპის სასტუმროსათვის განკუთვნილი ყველა საჭირო აქსესუარებით. სასტუმრო ასევე  მოიცავს საუკეთესო ქართულ რესტორანსა და ტერასას, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძები და საქვეყნოდ ცნობილი ქართული ღვინოები. სწორედ ამ სასტუმროსთვის დამონტაჟდა მზის ელექტრო სადგური, რომელიც გაზრდილი ელექტრო ენერგიის საფასურის ფონზე მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს გადასახადს და მოგცემს შესაძლებლობას, დაზოგილი თანხა კვლავ ბიზნესის განვითარებას მოვახმაროთ“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, კონსტანტინე მახათელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით დანერგა ეკომეგობრული პროდუქტი − ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/396st4P

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023