ბიზნესი
01/08/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯაოკენმა" კიდევ ერთი ფილიალი ბათუმში გახსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ჯაოკენის“ კიდევ ერთი წარმატებული პარტნიორობის შეგედაგ მორიგი ფილიალი ბათუმში, შავშეთის 60 ნომერში გაიხსნა. ახალ ლოკაციაზე მომხმარებელს 35 სხვადასხვა დასახელების  ბრენდის კერამიკული და კერამოგრანიტის ფილების, ლამინირებული იატაკის, პარკეტის, შპალერის, ლაქ-საღებავების, სანტექნიკის, სააბაზანო ოთახის ავეჯისა და აქსესუარების შეძენა შეუძლია.

პროექტის საერთო საინვესტიციო მოცულობა 3.2 მლ ევროს აღწევს. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 1.3  მლნ ევროს შეადგენს.

„ჯაოკენის ახალი შოურუმი, არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ რემონტის კეთების ის პროცესი გაიმარტივოთ, რომელიც პროდუქციის შერჩევასთან არის დაკავშირებული. ჩვენ კარგად გვესმის რომ  რემონტისას ყველა ადამიანს სურს საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატვა. სწორედ ამიტომ, ბათუმის შოურუმში დაგხვდებათ უდიდესი არჩევანი, დატვირთული თანამედროვე ტენდენციებისა და სტილის მატარებელი ასორტიმენტით, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელზე. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ჩვენთან წარმოდგენილი ყველა პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა“,- განაცხადა ჯემალ ჯაოშვილმა, ჯაოკენის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, კომპანია ჯაოკენი 1997 წელს დაარსდა. კომპანია უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი ჯაოკენის შოურუმებით, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და თელავი. კომპანია უზრუნველყოფს მსოფლიო დონის ბრენდებისა და ინოვაციური პროდუქტების იმპორტს ძირითადად  ესპანეთიდან და იტალიიდან. ჯაოკენის გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის რომ მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო მომსახურება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023