ბიზნესი
08/09/2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "აგროკონსორციუმის" პროდუქცია ექსპორტზე გადის

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან თანამშროლობით წეროვანში კომპანია „აგროკონსორციუმი“ ყველისა და ნაღების წარმოებასთან ერთად, სოუსების წარმოებას ავითარებს. კომპანიის პროდუქციიდან ჩილის სოუსი და ნატურალური კარაქი კი უკვე ექსპორტზე, ამიერკავკასიის ქვეყნებში გადის. პროექტის ჯამური ღირებულება 973 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია 417 000 ლარს შეადგენს.

„ჩვენი კომპანია გამოირჩევა იმით, რომ დივერსიფიცირებულია რამდენიმე მიმართულებით და ვაწარმოებთ, როგორც ყველს, ნატურალურ კარაქს, სპრედებს და  სპეციალურ ცხიმებს, ასევე, სოუსებს. საწარმოს გააჩნია ტიპოგრაფია და შესაფუთი მასალების დამზადების საამქრო, რაც მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას გვანიჭებს. გასულ წელს 825 000 კგ ყველი ვაწარმოეთ, ხოლო წარმოებული სპრედების რაოდენობამ  781 000 კგ-ს მიაღწია.  გვინდა ჩილის და სხვა სოუსების მოდერნიზება და ავტომატიზაცია მოვახდინოთ. ქარხანაში, ადგილზევე დავამზადებთ ბოთლის შესაფუთ ეტიკეტებსა და თავსახურებს, მოდერნიზებას გავუკეთებთ დაფასოებასაც. ამით საამქროს საწარმოო სიმძლავრეები მნიშვნელოვნად გაიზრდება და შევძლებთ  როგორც  ადგილობრივ,   ასევე რეგიონალურ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი წილის დაკავებას“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ლევან ბერიაშვილმა.

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ისეთ ბიზნესს, რომელიც წარმატებით ავითარებს საქმიანობას, გადის ექსპორტზე და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე“, - განაცხადა  საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023