ბიზნესი
20/12/2021

საქართველოდან ოქროს ექსპორტი შემცირდა

საქართველოდან ოქროს ექსპორტი შემცირდა.

იანვარ-ნოემბრში საექსპორტო ბაზრებზე 58.1 მლნ დოლარის ოქრო გავიდა, წლიურ ჭრილში 32.5%-იანი შემცირებაა. ოქრო ერთადერთი პროდუქციაა, რომელიც საექსპორტო კალათის TOP-10-ში კლებას აჩვენებს. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ექსპორტზე 97.5 მლნ დოლარის ოქრო იყო გატანილი, ზრდა 34%-ს შეადგენდა.

გასულ წელს ოქროს რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ზრდას ოქროს მწარმოებელი RMG GOLD-ი ოქროს ფასების ზრდას უკავშირებდა.

კომპანიის ცნობით, 2020 წელს ოქროს და ვერცხლის რეალიზაცია გაიზარდა 2019 წელთან შედარებით 183.21 მლნ და 1.10 მილიონი ლარიდან - 278.6 და 1.49 მილიონ ლარამდე.

ამავე დროს გაიზარდა ოქრო-სპილენძის მადნის რეალიზაცია 2019 წელს არსებული  40.09 მილიონი ლარიდან  68.86 მილიონ ლარამდე იყო გაზრდილი.

დღეისათვის 1 უნცია ოქროს საბირჟო ფასი 1,808.56 დოლარია.

 

 

Businesspartner