ბიზნესი
28/03/2022
საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით გაიზარდა
საქართველოს გავლით წელს 72.6 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, 45%-ით მეტი 2021 წლის ამ დროსთან შედარებით.
მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ აზერბაიჯანი რჩება. 2 თვეში ამ ქვეყანაში 40.7 მილიონის ავტომობილები გავიდა. TOP 3 ბაზარს შორი არიან ყაზახეთი და უკრაინა.
ავტომობილების რეექსპორტის ათეული
- აზერბაიჯანი - 40.7 მლნ
- ყაზახეთი - 7.4 მლნ
- უკრაინა - 6.8 მლნ
- ბელგია - 3.4 მლნ
- ყირგიზეთი - 2.6 მლნ
- სომხეთი - 2.1 მლნ
- რუსეთი - 1.7 მლნ
- საამიროები - 1.5 მლნ
- ტაჯიკეთი - 1.3 მლნ
- მოლდოვა - 1.2 მლნ
ავტომობილები საქართველოსთვის მნიშნველოვანი სასაქონლო ჯფუფია ექსპორტ/რეექსპორტში. ამ მიმართულებას მთლიან კალათაში 9.5%-იანი წილით მესამე ადგილი უჭირავს.