ბიზნესი
06/09/2022

საქართველო ციფრული კავშირის რეგიონულ სამიტს უმასპინძლებს

14 სექტემბერს თბილისში ციფრული კავშირის რეგიონული სამიტი გაიმართება, რომელიც რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების განვითარებას მიეძღვნება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნები. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარდება.

„ციფრული კავშირის სამიტი რეგიონული მასშტაბისაა და თბილისში მოწვეული გვყავს რეგიონის ქვეყნების წამყვანი ტელეკომ - ოპერატორებისა და პროფილური საჯარო უწყებების წარმომადგენლები. ეს სამიტი პირველია ტელეკომუნიკაციის სექტორში, რომელიც პანდემიის შემდეგ საქართველოში ტარდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამიტის დროს დაგეგმილი მრგვალი მაგიდისა და B2B-ის ფორმატის შეხვედრები დასრულდეს კონკრეტული შედეგებით, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ციფრული კავშირების განვითარების მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ თბილისის პლატფორმა იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ რეგიონის ქვეყნების ოპერატორები პერიოდულად შეიკრიბონ და იმსჯელონ თავისი გეგმების, რეგიონში არსებული გამოწვევებისა და მათი ერთობლივი ძალებით გადაჭრის გზებზე,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა.

მისი თქმით, ღონისძიება იქნება პლატფორმა, სამხრეთ კავკასიიდან და მეზობელი რეგიონებიდან სფეროში დაინტერესებული მხარეების შეკრებისთვის ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ციფრული კავშირის დერეფნების განვითარების პოტენციალის გამოსაკვეთად, რათა განხილული და გამოვლენილი იქნეს შესაძლებლობები და გამოწვევები სამხრეთ კავკასიის რეგიონში უფრო ძლიერი საერთაშორისო ციფრული კავშირის განვითარებისთვის.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, სამიტზე კარგად იქნება წარმოდგენილი სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი, როგორც ევროპასა და აზიას შორის რეგიონთაშორისი ციფრული კავშირის ქსელების განვითარების მთავარი კვანძის. ამასთან, მისი თქმით, საერთაშორისო ინტერნეტ კავშირის გაუმჯობესების გზით, ხაზი გაესმევა ინვესტიციების და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და საქართველოს, როგორც ამ დერეფნების განვითარების ხელისშემწყობი ქვეყნის როლს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023