ბიზნესი
24/11/2021

საქართველო-ესტონეთის ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმი 2 დეკემბერს გაიმართება

საქართველო-ესტონეთის ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუმი 2 დეკემბერს ჩატარდება. ღონისძიება ონალინ ფორმატში ჩატარდება.

ფორუმი საქართველოს სავაჭრო პალატისა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი პროექტის: „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართება.

შეხვედრის მონაწილეებს ქართველი და ესტონელი წარმატებული ქალი მეწარმეები საკუთარ ბიზნეს ისტორიებსა და გამოცდილების გაუზიარებენ. გარდა ამისა, საშუალება ექნებათ ბიზნეს კავშირები დაამყარონ ესტონელ მეწარმეებთან.

მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა  რეგისტრაცია აღნიშნული ბმულზე უნდა გაიარონ.

პროექტი ხორციელდება „ესტონეთის განვითარების ხელშეწყობის“( Estonian Development Aid programme) პროგრამის დაფინანსებით.

Businesspartner