ბიზნესი
22/02/2023

"საირმე მინერალ ვოთერსი" გაფიცულებთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზად არის - ნებისმიერი დიალოგი გიორგი დიასამიძის გარეშე

საირმეში გაფიცვა უკვე მე-10 დღეა მიმდინარეობს. მხარეთა შეუთანხმებლობა გრძელდება, თუმცა „საირმე მინერალ ვოთერსი“ გაფიცულებთან მოლაპარაკების გასაგრძელბლად ნებისმიერი დიალოგისთვის მზად არის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის გიორგი დიასამიძის გარეშე.  

გაფიცვას წინ უძღოდა 21-დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი, რომელიც 26 იანვარს დაიწყო და 13 თებერვალს, მედიაციის პროცესის დასრულებამდე დაიწყო გაფიცვა,   ამის პარალელურად რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები და რადენობრივად გაიზარდა. ჩვენ განვიხილავდით მაქსიმალურად ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რა თქმა უნდა, საწარმოს ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში. საბოლოო ჯამში მათი მოთხოვნები იმდენად გაიზარდა, რომ მედიაციის პროცესი ჩიხში შევიდა. როგორც ირკვევა, პროფესიული კავშირის წარმომადგენლის, აქციის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი რეალური შედეგის მიღწევა და თანამშრომლების ინტერესების დაცვა არ არის,“ -  მიაჩნია  შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილეს, ლევან კასრაძეს.

გაფიცულები თანამშრომლების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენენ, შესაბამისად ქარხანა არ გაჩერებულა. წარმოების პროცესი დღემდე გრძელდება, თუმცა პრობლემაა გაფიცულების დამოკიდებულება იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც საწარმოში მუშაობას აგრძელებენ.

ქარხანა აგრძელებს მუშაობას, ორ ცვლაში. ის რომ თითქოს ჩვენ ჩავანაცვლეთ გაფიცულები ახალი და გამოუცდელი კადრებით, არის სრული სიცრუე. გამოუცდელი კადრებით ვერ გავრისკავდით წარმოების გაგრძელებას, რომც გვდომოდა. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის  გაფიცულებთან,  გიორგი დიასამიძის გარეშე, სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთადერთი პირობა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად,“ - აღნიშნავენ კომპანიაში.

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის ტერიტორიაზე აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა 13 თებერვლიდან გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცვას წინ უძღვოდა 21 დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი, თანამშრომლების მოთხოვნებზე საპასუხოდ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზებები ქარხანაშ დასაქმებულემა დაიწუნეს, უფრო მეტიც,  პარალელურად რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები და რადენობრივადაც გაიზარდა. მედიაციის დასრულებამდე ისინი გაფიცვის რეჟიმში გადავიდნენ.