ბიზნესი
28/10/2021

საერთაშორისო სასტუმრო Best Western-ი ინვესტინის პლატფორმაზე გაიყიდება

საერთაშორისო სასტუმრო Best Western-ი ინვესტინის პლატფორმაზე გაიყიდება. გუდაურის Best Western-ი პირველი ოპერირებადი სასტუმროა, რომელიც პლატფორმაზე განთავსდა.

Colliers-ის ცნობით, პლატფორმაზე განსათავსებლად მისი საინვესტიციო პოტენციალის, წარმატებულად ოპერირების, ფიზიკური მდგომარეობისა და ლოკაციის გამო შეირჩა და ფართო აუდიტორიისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

Best Western-ი გუდაურის პირველი საერთაშორისო ბრენდული სასტუმროა. 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო პოპულარობით სარგებლობს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ტურისტებში, რომელთაც უყვართ სრიალი, კავკასიოსნის შთამბეჭდავი ხედები, თოვლი და კომფორტული დასვენება.

სასტუმროს აქვს რესტორანი, ბარი, საკონფერენციო ოთახი, სპა და გაჯანსაღება, უფასო პარკინგი სასტუმროს ვიზიტორებისთვის

უნდა აღინიშნოს, რომ Investin-ი პირველი საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც შერჩეულ საინვესტიციო პროექტებს უყრის თავს. აქტივების სელექციას კოლიერსის გუნდი ახორციელებს. შერჩევის მეთოდოლოგიაში კოლიერსის სხვადასხვა მიმართულებაა ჩართული.

Businesspartner