ბიზნესი
17/09/2021

საერთაშორისო Making Science-მა ქართულ Sweeft Digital-ში ინვესტირება განახორციელა

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო IT კომპანია, ესპანური Making Science შემოვიდა, რომელმაც ინვესტირება განახორციელა ქართულ IT კომპანია Sweeft Digital-ში. ამ თანამშრომლობით Making Science-ი საქართველოდან განახორციელებს ოპერირებას და ქართულ კომპანიასთან ერთად მომსახურებას გაუწევს საერთაშორისო კლიენტებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ თანამშრომლობის შედეგად, Sweeft Digital-ში დასაქმებულ რამდენიმე ასეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს მსხვილი IT კომპანიის წევრი, მოემსახუროს საერთაშორისო ბაზრებს და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

„ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა ინტენსიურად უჭერს მხარს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. ერთ-ერთი პრიორიტეტული ინდუსტრია, რომლისთვისაც გასულ წელს დამტკიცდა სპეციალური საგადასახადო რეჟიმი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის შემოღებით, უშუალოდ IT ინდუსტრიის განვითარებასა და ქართულ ბაზარზე საერთაშორისო მოთამაშეების მოზიდვას ეხება. შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი, როდესაც ქართულ ბაზარზე გლობალური მასშტაბის IT კომპანიები შემოვიდნენ და აქედან ახორციელებენ ოპერირებას. დღეს კიდევ ერთმა საერთაშორისო IT კომპანია Making Science-მა მიიღო საქართველოში ინვესტირების და აქ საქმიანობის გადაწყვეტილება, რაც ჩვენს რამდენიმე ასეულ თანამოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, გახდნენ მსხვილი აიტი კომპანიის წევრები, მოემსახურონ საერთაშორისო ბაზრებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაეხსნათ აბსოლუტურად ახალი პერსპექტივები", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს მთავრობის მიერ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებით, IT კომპანიებს, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებული და მოიპოვებენ საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-მდე შეუმცირდათ. შედეგად, საქართველოში შემოვიდნენ ისეთი მსხვილი ამერიკული IT კომპანიები, როგორებიც არიან ეპამი და ექსადელი, რომელთაც დღეისთვის საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე ჰყავთ დასაქმებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020