ბიზნესი
24/02/2021

სადაზღვევო პაკეტები ძვირდება

სადაზღვევო პაკეტები ძვირდება. მზღვეველები მომხმარებლებს ხელშეკრულებების გაგრძელებას ახალი პირობებით სთავაზობენ. განსაკუთრებით გაძვირებულია ჯანმრთელობის დაზღვევა.

როგორც სადაზღვევო კომპანია „არდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, თუ ინფლაციური პროცესები გაგრძელდა, ჯანმრთელობის დაზღვევა შესაძლოა 15%-ით გაძვირდეს. ამის ძირითადი მიზეზი კი მედიკამენტებისა და ჯანდაცვის მომსახურებების ფასების მნიშვნელოვანი მატებაა.

“ამ ეტაპზე მოლოდინი გვაქვს, რომ დაახლოებით 10%-ით გაიზრდება ფასი, თუმცა თუ ინფლაციის ტემპი მზარდი იქნება ეს შესაძლოა იყოს 15%, ან მეტიც. ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ იმის ფუფუნება, რომ ფასი შეცვალონ საათში ერთხელ. ჩვენ კი მომხმარებლებთან ხელშეკრულებებს ერთი წლის ვადით ვდებთ. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ხარჯი გვეზრდება, ფასების შეცვლის შესაძლებლობა არ გვაქვს. შესაბამისად, ბაზარზე პროდუქტების გაძვირებაზე საკმაოდ გვიანი რეაგირება გვაქვს და ძალიან ვცდილობთ სტაბილური ფასწარმოქმნა იყოს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ინფლაციაზე. ქვეყანაში პერიოდულად მუდმივად გვაქვს ფასების ზრდის დინამიკა დაზღვევაში. წლის განმავლობაში ძალიან იშვიათადაა, რომ დეფლაციური ეფექტი იყოს. ძირითადად ინფლაციური ეფექტებია ამ ეტაპზე,“ - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, სამედიცინო დაზღვევა პრაქტიკულად არც ერთ სადაზღვევო კომპანიაში მოგების წყარო არაა. უფრო მეტიც, ძირითადად ზარალიანია, ან მხოლოდ თავის თავს ინახავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022