ბიზნესი
01/06/2022

სადაზღვევო ინდუტრიას წმინდა მოგება თითქმის 3-ჯერ შეუმცირდა

სადაზღვევო სექტორისთვის პოსტპანდემიური პერიოდი რთული აღმოჩნდა. კომპანიებს წმინდა მოგება თითქმის სამჯერ შეუმცირდა და წლის პირველი კვარტალი 4.7 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა (2021 წლის პირველ კავარტალში 13.5 მლნ ლარი), თუმცა გაზრდილია სხვა მაჩვენებლები, მათ შორის მოზიდული ჯამური პრემია (+34 მლნ ლარი წლიურად) და ანაზღაურებული ზარალები (+20 მლნ ლარი).

ბაზარზე ამ დროისთვის 18 სადაზღვევო კომპანია საქმიანობს, მათ პირველ კვარტალში ჯამურად 267,6 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, სადაზღვევო პროდუქტებს შორის კი 55%-იანი წილით ჯანმრთელობის დაზღვევა ლიდერობს.

მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 42,6 მლნ ლარი შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 41 მლნ ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1.111 მლნ ლარია, კაპიტალი 1,0112 მლნ ლარი.

ბაზარზე წარმოდგენილი 18 სადაზღვევო კომპანიებიდან ერთის გარდა, ყველა ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023