
სად ღირს საწვავი ყველაზე ძვირი - რეიტინგი
საწვავზე ფასები იმატებს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,04 ევროთი ლიტრაზე, A-98 მარკის ბენზინის საშუალო ფასი კი 0,03 ევროთი, გაძვირდა დიზელის საწვავი - 0,04 ევროთი/ლიტრაზე.
საინტერესოა სად ღირს საწვავი ყველაზე ძვირი.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა გამოაქვეყნა მონაცემების საწვავის ფასები, რომლის მიხედვითაც
საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი -0,79 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,86 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,88 ევროს; დიზელის საწვავი - 0,81 ევროს.
სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 0,85 ევროს, A-95 მარკის ბენზინი 0,87 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,90 ევროს , დიზელისსაწვავი - 0,83 ევროს;
აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,50 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,81 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,96 ევროს; დიზელის საწვავი - 0,40 ევროს;
უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 0,99 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,02 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1. 09 ევროს, დიზელის საწვავი - 0,98 ევროს;
თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,74 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,79 ევროს, დიზელის საწვავი - 0,73 ევროს.
მოლდავეთში - A-92 მარკის ბენზინი - 1,05 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1,07 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,11 ევროს, დიზელის საწვავი - 0,92 ევროს.
ბელორუსში - A-92 მარკის ბენზინი - 0,70 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 0,74 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,79 ევროს, დიზელის საწვავი - 0,74 ევროს.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, შვედეთსა და ფინეთშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასს.
27 ოქტომბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 2,10 ევროა, A-98 მარკის ბენზინი - 2.18 ევრო, დიზელის საწვავი - 1,76 ევრო; პორტუგალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,80 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,84 ევროს, დიზელის საწვავი - 1,64 ევროს; იტალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,79 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.98 ევროს, დიზელის საწვავი - 1,65 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,57 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,63 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,72 ევრო, დიზელის საწვავი - 0,63 ევროს.
საწვავის ფასები ევროპის ქვეყნეში (27 ოქტომბრის მდგომარეობით):