ბიზნესი
27/12/2021

საბიუჯეტო ორგანიზაციები საწვავს 2022 წელს 4 კომპანიისგან შეიძენენ

საბიუჯეტო ორგანიზაციები საწვავს 2022 წელს სხვადასხვა მიმწოდებლისგან შეიძენენ. ლოტების მიხედვით, საწვავის კონსოლიდირებულ ტენდერს 4 გამარჯვებული კომპანია ჰყავს. სწორედ ამ კომპანიებიდან მოხდება საწვავის შეძენა.

უფრო კონკრეტულად, საბიუჯეტო ორგანიზაციები 2022 წელს სუპერის მარკის საწვავს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასგან“ შეიძენენ,  პრემიუმის - "რომპეტროლისგან", ხოლო  ევრორეგულარს საბიუჯეტო ორგანიზაციებს და კომპანიებს "სოკარი“ მიაწვდის. „სოკარი“ იქნება დიზელის მიმწოდებელიც. რაც შეეხება ევროდიზელს გამარჯვებული "ვისოლი" და "გალფის" ქსელები იქნებიან.

იანვრისთვის სუპერის სახელშეკრულებო ფასი 3.12 ლარია, პრემიუმის 2.78 ლარი, ევრორეგულარის 2.76 ლარი.

 

 

 

Businesspartner