ბიზნესი
15/12/2021

"საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასვლა საპარტნიორო ფონდის ხედვა არ არის"

„ხშირად არასწორად არის ხოლმე აღქმული და გაგებული, თითქოს ფონდის მენეჯმენტის ხედვა და ინტერესია ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასვლა“, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირელმა მოადგილემ, გუგა ხელაიამ  „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს გაგება არასწორია და საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასვლა „საპარტნიორო ფონდის“ ხედვა არ არის.

„როცა რეფორმირების ვარიანტებზე მიდის მსჯელობა, ფონდი ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო დაკვეთითა და დავალებით უკვე შექმნილი და უკვე განხორციელებული პროექტებიდან უკუგება რაც უნდა მიეღო ფონდს და არ მიუღია, აი ეს თანხები აკუმულირდეს ფონდში ბიუჯეტიდან, რათა ფონდმა შეძლოს ამ სახსრებით კიდევ უფრო მეტ ახალ პროექტში შესვლა. როგორც ჩანს, ზოგიერთმა შეგნებულად თუ უნებურად ამ ხედვას დაარქვა „საპარტნიორო ფონდის“ მხრიდან საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასვლის ხედვა“, - განმარტა ხელაიამ

მისი თქმთ, აღნიშული ვარიანტიც მხოლოდ ერთი ვერსიაა იმისა, თუ როგორ და საიდან უნდა დაუბრუნდეს ფონდს, ან უნდა დაუბრუნდეს საერთოდ, თუ არა გაწეული დანახარჯი.

„ისიც კარგად გვესმის, რომ მილიარდზე მეტი თანხის დაბრუნება ერთბაშად და სრულად ვერ განხორციელდება.

სწორედ ამიტომ არის კარგი და მისასალმებელი, რომ ამ საკითხზე და ზოგადად, მთლიანად ფონდის რეორგანიზაციასა და მის სამომავლო პერსპექტივაზე საუბარი საჯაროდ და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით დაიწყო“, - აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ.

 

Businesspartner