ბიზნესი
30/07/2021

საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი "ნიკოლი" პროდუქციის Amazon-ზე განთავსებას გეგმავს

საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ნიკოლის“ პროდუქცია ამერიკულ პლატფორმა Amazon-ზე გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, Amazon-იდან ინტერესი არსებობს, ამ დროისთვის კი კომპანია გასაგზავნი მოდელების სატესტო ვერსიაზე მუშაობს.

„ვფიქრობთ, რომ სატესტო მოდელებს „ნიკოლი“ აგვისტოს ბოლოს გააგზავნის. ვნახოთ როგორი შედეგი იქნება. რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ექსპორტს, იტალიაში გავაჩერეთ გაგზავნა და ამ ქვეყანაში წინსვლა არ გვაქვს. შემოთავაზებები გვქონდა რამდენიმე ქვეყნისგან, თუმცა, ყველა იყო ინტერნეტ მაღაზიიდან, მათი და ჩვენი პირობები კი ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდიოდა,“ - აცხადებს ნიკოლაიშვილი.

როგორც ნიკოლაიშვილი აცხადებს, კომპანია 2 თვის წინ გაფართოვდა, შეიცვალა ლოკაცია და გაზარდა წარმადობა.

„დავამატეთ დასაქმებულები, თუმცა, კადრები კიდე გვჭირდება.გეგმები დიდი გვაქვს, კორპორატიული მიმართულებითაც გვაქვს სიახლეები, გვაქვს დაკვეთებიც,“-აცხადებს ნიკოლაიშვილი.

საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიამ 2020 წელს  პროდუქცია ექსპორტზე საუდის არაბეთში და იტალიაში გაიტანა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022