ბიზნესი
18/01/2022

საავიაციო ნავთის იმპორტი 71%-ით გაიზარდა

ქვეყანაში ტურიზმისა და საჰაერო მიმოსვლის ნაწილობრივი აღდგენის ფონზე, საქართველოში 2021 წელს საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში შემოვიდა 96,4 ათასი ტონა საავიაციო ნავთი, მაჩვენებელი გაზრდილია 71%-ით.

გარკვეული აღდგენის ფონზე საავიაციო ნავთის იმპორტი მაინც ჩამორჩება პანდემიამდელ მაჩვენებელს, 5,3%-ით.

2021 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 59,9%  (57,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,4% (12 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 11,3% (10,9 ათასი ტონა) - იტალიიდან, 11,3% (10,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 2% (1,9 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან, 1,6% (1,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 1% (1 ათასი ტონა) - შვეიცარიიდან, 0,5% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან; 0,01% (0,01 ათასი ტონა) - რუმინეთიდან.

 

Businesspartner