ბიზნესი
24/07/2020

S Media - შენი ბიზნესის წარმატებისთვის

ბაზარზე ახალი კომპანია, დიჯითალ სოცმედია ჯგუფი S Media Georgia გამოჩნდა. ჯგუფის მიზანია მართოს სოციალური პლატფორმები, სადაც ბიზნესი იმუშავებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაზე.

„ჩვენი ამბიციური გუნდი ერთი იდეისთვის შეიკრიბა, გამოვადგეთ იმ კომპანიების და ფიზიკური პირების ბიზნესს, რომლებიც სწორად აფასებენ სოციალური მედიაარხების მნიშვნელობას და გავლენას მომხმარებელზე,“ – ამბობს S Media Georgia-ს დამფუძნებელი ვახო ჭუმბურიძე.

მედია მარკეტინგის სააგენტოს ჰყავს გამოცდილი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც მუშაობს განსხვავებული, ორიგინალური და მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შესაქმნელად.

დიზაინერები კომპანიებისთვის ქმნიან შესაბამისს პოსტებს, სოც. მედია მენეჯერები მუშაობენ კონტენტზე. ADS მენეჯერი მუშაობს რეკლამის სწორ დაგეგმვაზე. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს სოციალური ქსელის ცოდნას და მისი ალგორითმების ამოხსნას. 

„ბიზნესმა და კომპანიებმა უნდა იგრძნონ რომ მათ უკან დგას მძლავრი სააგენტო, რომელიც მაქსიმალურად დაეხმარება სწორ პოზიციონირებაში, წვლილს შეიტანს წარმატებაში და მათ გვერდით იქნება კრიტიკულ სიტუაციებში. გვაქვს ჩვენი წილი ამბიცია რომ საქართველოს და მსოფლიოს ბაზარზე ჩვენი ადგილი დავიკავოთ,“ – ამბობს S Media-ს დამფუძნებელი.

სოციალურ მედიაში თავის დამკვიდრება განაპირობებს კომპანიის წარმატებას ან ზოგ შემთხვევაში წარუმატებლობას, რადგან არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ხდება მომხმარებელთან კომუნიკაცია, რომელიც პირდაპირ აისახება იმიჯზე.

 „ჯერ კიდევ არსებობს ტენდენცია, რომ  კომპანიებს უჭირთ გააზრება და ბიუჯეტის დახარჯვა სოც. სივრცეში, მაგრამ ჩემი გუნდი სწორედ ამას ცდილობს, რომ ზუსტად ავუხსნათ დამკვეთებს უპირატესობები, თითოეული დახარჯული ცენტი რა შედეგამდე მიიყვანს და როდესაც დგება შედეგი, უკვე ნაკლებად სკეპტიკურად არიან განწყობილი. თუმცა წინა წლებთან შედარებით. აშკარად შეიცვალა ვექტორი და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა სოც მედიის განვითაარება,“ – განმარტავს ვახო ჭუმბურიძე.

სოციალური მედიის მრავალმილიარდიანი ინდუსტრია კომუნიკაციის უახლეს ტენდენციებს შორის მსოფლიო ლიდერია. მის მიმართ მზარდი ინტერესი გამოიხატება არამხოლოდ მსოფლიოში არსებულ წარმატებულ კომპანიებში, არამედ ქართულ ორგანიზაციებშიც, რომლებიც ნელ-ნელა სწორად აფასებენ ამ პლატფორმების გავლენას საზოგადოებაზე.

სოციალური მედია  უწყვეტი ფორმაა, რომლის დახმარებით საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მუდმივად იყვნენ ჩართული მათთვის საინტერესო პროცესებში. გაეცნონ სიახლეებს, შეარჩიონ ადგილები დასასვენებლად, შეიძინონ უძრავი ან მოძრავი ნივთები და იპოვონ კომფორტის ზონა.