რუსთაველის თეატრი მწვანე ბარათებზე: ვფიქრობთ, უსაფრთხო გარემოში მაყურებელთა რაოდენობა გაიზრდება
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედების შემდეგ ბილეთები ჩვეული ტემპით იყიდება.
„4 დეკემბერსაა პირველი სპექტაკლი და შედეგზე საუბარი ნაადრევია. ალბათ 2 კვირა ან 1 თვე მაინც იქნება საჭრო იმისთვის, რომ შედეგზე ვისაუბროთ. ვფიქრობთ, უსაფრთხო გარემოში უფრო უნდა მოვიდეს მაყურებელი,“ - აცხადებენ რუსთაველის თეატრში.
ცნობისთვის, საქართველოში "მწვანე პასპორტი" 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში 6-თვიანი შეზღუდვა მოხსნილია, რაც ნიშნავს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.
1-ელი დეკემბრიდან კინოთეატრებსა და თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება.
მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეუძლიათ შესვლა: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში,სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების-საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.