რუსეთ-უკრაინის ომმა "კულას" მინის ტარის იმპორტის პრობლემა შეუქმნა
რუსეთ-უკრაინის ომმა ქართულ კომპანიებს მინის ტარის იმპორტის პრობლემა შეუქმნა.
საკონსერვო კომპანიამ „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ რუსეთ-უკრაინის ომის „კულასთან“ გავლენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიას აქამდე ტარა მასალა - მინა რუსეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან შემოჰქონდა. ახლა სიტუაცია შეიცალა და მინის იმპორტი სომხეთიდან და თურქეთიდან ხორციელდება.
„ტარის შესყიდვის ნაწილში ერთ და ორ ბაზარზე არ ვიყავით მიბმული, დივერსიფიცირებული გვქონდა ეს მიმართულებაც, ისევე როგორც გასაღების ბაზრები. ახლა იმ ქვეყნიდან უფრო მეტს შემოვიტანთ, რომელიც ჩვენთვის ღიაა,“-აცხადებს ვანო გოგლიძე.
კითხვაზე, რატომ არ ხდება ადგილობრივი ბაზრიდან ქართული მინის შეძენა, “კულას“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ სს „მინა“ მხოლოდ სპეციფიურ ბოთლებს აწარმოებს, ამაში კი არ შეიდს წვენებისთვის განკუთვნილი ბოთლები.
„წვენს ბორჯომის და ლიმონათის ბოთლში ხომ არ ჩავასხამთ? ასევე აწარმოებენ ღვინის ბოთლებსაც. თუ გამოუშვებენ წვენის ბოთლებს, ვითანამშრომლებთ,“-აცხადებს გოგლიძე.
კომპანია 2008 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა.