ბიზნესი
16/08/2022

RS ქართულ პორტებში შემოსულ რუსეთისა და ბულგარეთის გემებზე: კომპანიებზე სანქციები არ ვრცელდება

შემოსავლების სამსახური ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში,რუსეთის ფედერაციისა და ბულგარეთის რესპუბლიკის პორტებიდან შემოსულ გემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში, რუსეთის ფედერაციისა და ბულგარეთის რესპუბლიკის პორტებიდან შემოვიდა, როგორც რუსეთის, ასევე, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემები (BLACKSEA EAGLE,  SVL UNITY, BAKU STAR, NEONILA) 11-15 აგვისტოს შემოვიდა.

"გემები დატვირთული იყო რუსული და ბულგარული კომპანიებიდან, როგორც ქართული (დიზელი 6 270,095 ტონა და ხორბალი 2 900 ტონა), ასევე სომხური (ბენზინი 5 000,306 ტონა და ხორბალი 3 299,100 ტონა ) კომპანიებისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი ტვირთით.

თანმხლები დოკუმენტების მიხედვით ზემოაღნიშნული ხორბალი არის რუსული წარმოშობის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემებსა და გემების მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთებზე ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023