Rosali Sambar: საბანკო სექტორიდან შოკოლადი ამ ეტაპზე მხოლოდ "ქართუმ" დაგვიკვეთა
შოკოლადის მწარმოებელ კომპანია Rosali Sambar-ში საახალწლო პერიოდში გაყიდვების გააქტიურებას პროგნოზირებენ.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის წარმომადგენელი პაპუნა ძაძამიძემ განუცხადა, კომპანია შოკოლადს მაღალი საფასო სეგმენტისთვის აწარმოებს და მისი დამკვეთები ძირითადად დიდი კომპანიები იყვნენ.
მისი განცხადებით, პანდემიის გამო ახლა ნებისმიერ სფეროში არსებულმა ბიზნესმა ხარჯები შეამცირა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა Rosali Sambar-ის გაყიდვებზეც.
„თუ პანდემიამდე ჩვენი დამკვეთები წინასაახალწლო პერიოდში იყო რამდენიმე ბანკი, ავტოსალონი, სასტუმროები, კაზინოები და ზოგადად, მსხვილი ბიზნესი, ახლა სურათი შეცვლილია. ბანკებიდან ახლა მხოლოდ „ქართუ“ თანამშრომლობს. წელს ვთანამშრომლობთ ფარმაცევტულ კომპანიებთანაც,“ - აცხადებს ძაძამიძე.
კომპანიას ნედლეული ბელგიიდან შემოაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, კომპანია 5-7 სახეობის შოკოლადს აწარმოებს, მათ შორის საბავშვო, სააღდგომო, საახალწლო თემატიკაზე დამზადებული პროდუქცია. გარდა ამისა, რძიანი, შავი, დიაბეტური, თეთრი და თხილიანი შოკოლადი. 1 კილოგრამის ფასი 75 ლარია. როგორც ძაძამიძე აღნიშნავს, Rosali Sambar-ის წარმადობა თვეში 1 ტონაა.
კომპანიამ ბაზარზე ოპერირება 15 წლის წინ დაიწყო. საწარმოსთან ერთად, კომპანიას ერთი მაღაზია აქვს.