ბიზნესი
21/07/2022

Rosali Sambar: მთლიან გაყიდვებში კორპორატიული სეგმენტი ლიდერობს

შოკოლადის მწარმოებელ კომპანია Rosali Sambar-ში გაყიდვების გააქტიურებაზე საუბრობენ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის წარმომადგენელმა პაპუნა ძაძამიძემ განუცხადა, კომპანია  შოკოლადს მაღალი საფასო სეგმენტისთვის აწარმოებს და მისი დამკვეთები ძირითადად დიდი კომპანიები არიან.

მისი განცხადებით, მთლიან გაყიდვებში კორპორატიულ სეგმენტს უფრო მეტი წილი უჭირავს, ვიდრე საცალოს.როგორც ძაძამიძე აღნიშნავს, დიდი როლი ითამაშა ტურიზის სექტორის გააქტიურებამაც, რადგან კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი დამკვეთი სასტუმროებია.

„პანდემიამდელ გაყიდვებს ჯერ ვერ მიაუხლოვდით, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ამას წლის ბოლომდე მოვახერხებთ. გააჩნია, როგორი ტენდენცია იქნება ქვეყანაში,“-აცხადებს ძაძამიძე.  

კომპანიას ნედლეული ბელგიიდან შემოაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, კომპანია 5-7 სახეობის შოკოლადს აწარმოებს, მათ შორის საბავშვო.

გარდა ამისა, რძიანი, შავი, დიაბეტური, თეთრი და თხილიანი შოკოლადი. როგორც ძაძამიძე აღნიშნავს,  Rosali Sambar-ის წარმადობა თვეში 1 ტონაა.  

კომპანიამ ბაზარზე ოპერირება 15 წლის წინ დაიწყო. საწარმოსთან ერთად, კომპანიას ერთი მაღაზია აქვს.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023