ბიზნესი
28/01/2022

"რონის პიცამ" ქუთაისსა და ბათუმში რესტორნების გახსნა გადადო

„რონის პიცის" ხელმძღვანელი ერიკ ბინდერი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიამ განვითარების და გაფართოების გეგმები შეაფერხა.

მისი ინფორმაციით, იგეგმებოდა ფილიალების გახსნა რეგიონებში, მათ შორის, ქუთაისსა და ბათუმში. ბინდერი აცხადებს, რომ პანდემიიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს კომპანია ამ პროექტს ვერ განახორციელებს.

მისივე ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად გაყიდვები მზარდია. თუმცა, შექმნილ სიტუაციაში ხალხი უპირატესობას  მიტანის სერვისს ანიჭებს, ვიდრე რესტორანში მისვლას.

როგორც „რონის პიცის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ არა პანდემია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება, კომპანია უფრო მეტად გაიზრდებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს „რონის პიცას“ თბილისში 4 რესტორანი აქვს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023