ბიზნესი
27/01/2022

რონის პიცა: მომხმარებლებს რესტორანში მოსვლა არ უნდათ, კოვიდინფიცირების ეშინიათ

„რონის პიცას" გაყიდვები, პანდემიის მიუხედავად, გაეზარდა.

„რონის პიცის" ხელმძღვანელი ერიკ ბინდერი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შექმნილ სიტუაციაში ხალხი უპირატესობას  მიტანის სერვისს ანიჭებს, ვიდრე რესტორანში მისვლას. „რესტორანში მოსვლა არ უნდათ, თავს იკავებენ, ეშინიათ. შესაბამისად, ჩემი გაყიდვების უდიდესი ნაწილი ონლაინ სერვისზე მოდის,“ - აცხადებს ბინდერი.

ერიკ ბინდერის თქმით, რომ არა პანდემია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება, კომპანია უფრო მეტად გაიზრდებოდა, შესაძლებელი იქნებოდა რესტორნების ქსელის გაფართოება და ახალი პროექტების დაწყება.

ბინდერის განცხადებით, დღეს „რონის პიცას“ თბილისში 4 რესტორანი აქვს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023