რომელ სექტორებში იზრდება ვაკანსიების რაოდენობა jobs.ge-ზე
2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, დასაქმების პორტალ jobs.ge-ზე 32,301 ვაკანსია გამოქვეყნდა.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ეს რიცხვი 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 81%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 69%- ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 1.4% შეადგინა.
9,112 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 109%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 82%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
7,069 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდს 81%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდს 75%-ით აღემატება.
10,778 ვაკანსია გამოქვეყნდა ტექნიკურ/ლოჯისტიკურ კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 110%- ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 60%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.