რომან ბოკერია: Georgian Airways-ის 30-50%-იანი წილი მთავრობამ უნდა შეისყიდოს
Georgian Airways-ი ახალ მფლობელს ეძებს.
როგორც „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ გენერალური დირექტორი და Georgian Airways-ის ყოფილი გენერალური დირექტორი რომან ბოკერია "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯსა“ და ავიაკომპანიას შორის საბროკერო შეთანხმება უკვე გაფორმებულია.
ხელშეკრულების მიხედვით, მოძიებულ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის 49% წილის მფლობელი პარტნიორი ან ახალი მესაკუთრე.
„საქართველომ ხელი მოაწერა ევრო გაერთიანებასთან „ღია ცის ხელშეკრულებას“ რომლის თანახმადაც, ქვეყნის ეროვნული ავიაკომპანიის მინიმუმ 51% წილის მფლობელი უნდა იყოს ქართული მხარე. შესაბამისად, Georgian Airways-ის შესყიდვა 100%-ით შეუძლებელია ისეთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ, რომელიც არ არის ევრო გაერთიანების "ღია ცის ხელშეკრულების" წევრი. შესაბამისად, მსგავს ინვესტორებს ვთავაზობთ Equity Partnerships-ს, მაქსიმუმ 49% წილის მფლობელობით.
რაც შეეხება იმ ქვეყნის რეზიდენტებს, რომლებიც არიან ევროპის "ღია ცის ხელშეკრულების" წევრები, მათ შეუძლიათ საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიას 100% წილის მფლობელები გახდნენ,“ - განუცხადა ბოკერიამ „ბიზნესპარტნიორს“.
ბოკერია განმარტავს, რომ ავიაციის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, შექმნილი სიტუაციიდან ადვილი გამოსავალი არსებობს და მიიჩნევს, რომ Georgian Airways-ის 30-50%-იანი წილი მთავრობამ უნდა შეისყიდოს, რაც ავიაკომპანიას მისცემს საშუალებას, კერძო სექტორის ინვესტიციების სახით, მოიზიდოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან აუცილებელი ფინანსები.
"აქ შეიძლება გავიხსენოთ საქართველოს რკინიგზის მაგალითი, როდესაც კომპანიამ ევრობონდების გამოშვებით მოიზიდა 600 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციები,“ - აღნიშნავს ბოკერია.
რომან ბოკერია თამაზ გაიაშვილის ღვაწლზეც აღნიშნავს, რომ განმარტავს, რომ მან 29 წლის განმავლობაში არერთი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი გადალახა და შეინარჩუნა ეროვნული ავიაცია, ქართველი პილოტები, ბორტგამცილებლები, საავიაციო ინჟინრები, ტექნიკოსები და საავიაციო პროფილის სხვა ექსპერტები.
"თამაზ გაიაშვილმა შექმნა და შეუნარჩუნა საქართველოს ეროვნული ავიაცია, რომლიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია", - განმარტავს რომან ბოკერია.
რაც შეეხება Georgian Airways-ის ფასს 150 მლნ დოლარს შეადგენს და ეს არის „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ შეფასებით მინიმალური ფასი.
რომან ბოკერია Georgian Airways-ში გატარებულ პერიოდსაც იხსნებს და განმარტავს, რომ კომპანიას 2019 წელს ჰქონდა საფუძველი საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ლონდონსა და ნიუ-იორკში IPO – Initial Public Offering განეხორციელებინა და აქციების გამოშვებით $500 მლნ-ის ფინანსური სახსრები მოეზიდა, თუმცა რუსეთის მიერ საქართველოსთვის ავიაემბარგოს დაწესებამ კომპანიას შემოსავლები 45%-ით შეუმცირა, ზარალმა $30 მლნ-ს მიაღწია.
ბოკერიას თქმით, ამას დაემატა კოვიდი, გაჩერებული ავიაკომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობააში აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Georgian Airways-მა სასამართლოს გადახდიუუნარობის საქმის დაწყების თხოვნით მიმართა. ავიაკომპანიამ რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლა ითხოვა რაც დაკმაყოფილდა. კომპანია კრედიტორების მიმართ 176 მლნ-მდე ლარის დავალიანება აქვს. მისი აქტივები კი, მხოლოდ 21,3 მლნ ლარია. კომპანიას ვალდებულებები აქვს 70-ზე მეტ სააგენტოს, მიმწოდებლებს, და 16 168 მგზავრის წინაშე.
“საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ www.business-brokerage.com არის საერთაშორისო ბიზნეს ბროკერთა გაერთიანების კორპორატიული წევრი www.ibba.org , რომლის მთავარი ოფისი მდებარეობს ამერიკაში. „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ამერიკის და ევროპის ბიზნეს ბროკერთა პროფეიონალური ქსელის მეშვეობით იზიდავს კერძო სექტორის საერთაშორისო ინვესტორებს.