ბიზნესი
15/07/2022

როლს-როისის ახალი მოდელის, BLACK BADGE GHOST-ის დებიუტი საქართველოში

დღეს საქართველოში პირველად გამოჩნდა ახალი Rolls-Royce Black Badge Ghost. უახლოეს დღეებში დედაქალაქის ელიტარული საზოგადოების წარმომადგენლები პირველ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ ერთმანეთს გამართულ ექსკლუზიურ მიღებებზე.

Rolls-Royce Motor Cars ყოველთვის იზიდავდა ადამიანებს, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ თავიანთი სტატუს-კვო - ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც გამოწვევას უცხადებენ შეუძლებელს და არც რისკზე წასვლას ერიდებიან წარმატების მისაღწევად. 2020-იან წლებში ეს ლიდერი ადამიანები ფუფუნების საგნებთან ურთიერთობას საკუთარი წესებითა და პირობებით წარმართავდნენ. მათ შექმნეს ფუფუნების ახალი კოდები, მათივე გრძნობების გამოძახილის შესაბამისად: შედარებით მუქი ესთეტიკა, შეუპოვარი ხასიათი და კიდევ უფრო თამამი დიზაინი. ეს მიდგომა არც Rolls-Royce-ის ავტომობილების მიმართ შეცვლილა.


Ghost-ის კლიენტების ცალკეული კატეგორია - ვინც აფასებს მინიმალიზმსა და მატერიალურ სუბსტანციას - ითხოვდა რევოლუციური იერსახის Ghost-ის შექმნას.

Rolls-Royce-მაც შესაბამისად უპასუხა ფერთა ახალი პალიტრით, ზედაპირების მაღალტექნოლოგიური დამუშავებით და მართვის კიდევ უფრო მეტად მძლავრი შთაბეჭდილებებით, თანაც იმ სიმსუბუქის შეგრძნების შენარჩუნებით, რომელმაც კლიენტების ეს თამამი ჯგუფი Rolls-Royce-ის ბრენდისკენ მიიზიდა.

ღონისძიებას უმასპინძლა Rolls-Royce Motor Cars Baku-მ, ამიერკავკასიაში Rolls-Royce-ის ოფიციალურმა სავაჭრო წარმომადგენლობამ. თბილისში გამართული საღამო „ანი პირველი ივენთსმა“ გააფორმა.

ბაქოს ცენტრის მენეჯერმა ნურლან ფანალიმ განაცხადა: „გასული წლის სექტემბერში თბილისში გამართულ Rolls-Royce Ghost-ის პრეზენტაციას საქართველოში მცხოვრები ჩვენი კლიენტების საოცარი გამოხმაურებები მოჰყვა. Black Badge Ghost-ი Black Badge-ის ყველაზე პროგრესული მოდელია. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო გააფართოებს Rolls-Royce-ის ზონას თქვენს ქვეყანაში“.

მსურველს შეუძლია შეარჩიოს 44 000 მზა ფერიდან ერთ-ერთი ან შექმნას საკუთარი უნიკალური ელფერი შეკვეთით. ინჟინრებმა შექმნეს ასევე სვლის გამოკვეთილი ხასიათი, რომელიც შეესაბამებოდა Black Badge Ghost-ის ვიზუალურ ჩანაფიქრს, საფირმო ძალდაუტანებელი მართვისა და სრულყოფილი აკუსტიკური რეგულირების შენარჩუნებით.


„შესანიშნავია საქართველოში დაბრუნება და დღეს Ghost-ის ალტერ ეგოს წარმოდგენა, - აღნიშნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Rolls-Royce Motor Cars-ის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა ფრენკ ტიმანმა ღონისძიებაზე და განაგრძო, - Black Badge Ghost-ი სრული მემკვიდრეა Black Badge-ის სულისკვეთებით გაჟღენთილი Rolls-Royce-ის გენეალოგიისა, იდუმალებისა და მაქსიმალური ფუფუნების იდეალური ინტერპრეტაცია კი სხვა განზომილებაში გადააქვს“.

ქართულ ბაზარზე Rolls-Royce Black Badge Ghost-ის დებიუტის PR მხარდაჭერას და ფროდაქშენს უზრუნველყოფს სააგენტო SYMMETRADIGITAL.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023