ბიზნესი
27/08/2021

როგორია იჯარის ფასი თბილისის ბიზნეს ცენტრებში

იჯარის ფასი თბილისის ბიზნეს ცენტრებში პანდემიურ პერიოდთან შედარებით უმეტესად შემცირებულია. მაჩვენებელი სხვადასხვაგვარად შემცირდა ცენტრების კლასის მიხედვით. ერთადერთი გამონაკლისია C კლასის ბიზნეს ცენტრები, სადაც ფასები ზრდას აჩვენებს.

2021 წლის პირველ ნახევარში 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით A კლასის ბიზნეს ცენტრებში იჯარის ფასი კვ.მ-ზე 1.3%-ით, არაკლასიფიცრებულ ბიზნეს ცენტრების მაჩვენებელი კი 2.3%-ით შემცირდა, B კლასის შემთხვევაში იჯარის ფასი კვ.მ-ზე 9.2%-ით დაეცა, C კლასისაზე კი 1.5%-ით გაიზარდა.

Colliers Georgia-ს კვლევით, საშუალო შეწონილი იჯარა A კლასის ბიზნეს ცენტრებში კვ.მ-ზე 22.6 დოლარია; C კლასის ბიზნეს ცენტრებში 11.5 დოლარამდე გაიზარდა, არაკლასიფიცრებულ ბიზნეს ცენტრებში 13.9 დოლარი შეადგინა. B კლასის ბიზნეს ცენტრებში 13.4 დოლარი შეადგინა.

მთლიანობაში ბიზნეს ცენტრების ბაზარზე გამოცოცხლება შეინიშნება. პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქის ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა 59%-ით აღდგა. 2021 წლის პირველ ნახევარში თბილისის თანამედროვე ბიზნეს ცენტრები 24-მა მოიჯარემ დატოვა, თუმცა ამის პარალელურად 41 ახალი და განახლებული საიჯარო ხელშეკრულება დარეგისტრირდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020