ბიზნესი
28/01/2022

როგორი გინდა იყოს შენი პორშე? ააწყვე შენი ოცნების მანქანა ქართულ კონფიგურატორში

სასურველი და შენზე მორგებული პორშეს შერჩევა ახლა უფრო მარტივია, - პორშე ცენტრი თბილისი მომხმარებელს სთავაზობს, გერმანული პრემიუმ ბრენდის ნებისმიერი მოდელი საკუთარი გემოვნებით ქართულ კონფიგურატორში ააწყოს.

ახალი პროგრამის დახმარებით თავად განსაზღვრავთ რა ტექნიკური ფუნქციები უნდა ჰქონდეს თვენს ავტომობილს, ირჩევთ ექსტერიერის სტილსა და სასურველ ფერს. თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული როგორი საბურავის დისკი ექნება მანქანას. სრული თავისუფლება გაქვთ, თქვენ კომფორტს მოარგოთ სალონის დიზაინიც, რა ფერი იქნება ან რა მასალას გამოიყენებთ სავარძლებისათვის.

არჩევანი მრავალფეროვანია და საერთო ჯამში 500-მდე ოფციას მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა გაქვთ თვალი ადევნოთ ხარჯებსაც, კონფიგურატორში ფასები დეტალურად არის მოცემული და საბოლოო შერჩევის შემდეგ თქვენ უკვე ზუსტად იცით რა დაგიჯდებათ პორშე, რომელიც თავად შექმენით.

"პორშე ცენტრი თბილისი“ მუდმივად ფეხს უწყობს მსოფლიო ტრენდებს, არ გვეშინია ვიყოთ თამამები ჩვენს გადაწყვეტილებებში და სიახლეებისთვისაც ყოველთვის მზად ვართ. მომხმარებელზე ზრუნვა და მათთვის კომფორტის შექმნა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. ვცდილობთ, მომხმარებელი  არა მხოლოდ პრემიუმ ავტომობილებით, არამედ მაღალი ხარისხის მომსახურებით გავანებივროთ. გვინდა ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალურად გავუმარტივოთ შეძენის პროცესიც, იქნება ეს ონლაინ კონფიგურაციის არჩევა თუ ავტომობილის სახლის კართად მიყვანა,“ - ამბობს პორშე ცენტრი თბილისის დირექტორი, პეტრე წაქაძე.

პორშე ცენტრი თბილისი გერმანული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მის სტანდარტებს ზედმიწევნით მიჰყვება. კონფიგურატორიც გერმანულიდან ითარგმნა, დამუშავდა  2500 გვერდი, რაც საერთო ჯამში 4 500 000 სიმბოლოს მოიცავს. 

პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023