ბიზნესი
13/07/2022

რითეილ გრუპ ჯორჯია: ოქტომბერში ქართულ ბაზარს Parfois უბრუნდება

აქსესუარების, ჩანთების, ბიჟუტერიის და უკვე ტანსაცმელების ბრენდი Parfois (პარფუა) საქართველოს ბაზარზე ბრუნდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  „რითეილ გრუპ ჯორჯიას”  დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა, ბრენდთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ის ქართულ ბაზარზე განსხვავებული კონცეფციით და მრავალფეროვანი არჩევანით დაბრუნდება. 

მისი  ინფორმაციით, Parfois-ის (პარფუა) პირველი მაღაზია თბილისი მოლში, ოქტომბერში გაიხსნება.  მისივე განცხადებით, აღნიშნული ბრენდი საქართველოში წლების წინ ოპერირებდა, თუმცა, ის პანდემიის დასაწყისიდან ქართული ბაზრიდან გავიდა.

შეგახსენებთ, პორტუგალიური ბრენდი Parfois კომპანია ICR-მა  ქართულ ბაზარზე 2011 წელს წარადგინა.

Parfois 1994 წელს დაარსდა. კომპანიის მისიაა თანამედროვე და გემოვნებიან ქალბატონებს შესთავაზოს ყველაზე მოდური აქსესუარები ხელმისაწვდომ ფასად.