რითეილ გრუპ ჯორჯია: 2021 წლის სექტემბერის შემდეგ რითეილი გამოცოცხლდა
პანდემიისა და პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, „რითეილ გრუპ ჯორჯია“ 2021 წელს დადებითად ასრულებს. კომპანიის ხელმძღვანელი რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ რეალიზაციის მაჩვენებელი პანდემიამდელ ნიშნულთან მიახლოებულია.
როგორც მაღალაშვილი აცხადებს,სექტემბრამდე კომპანიის შემოსავლები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 35%-ით იყო შემცირებული. თუმცა, ამის შემდეგ რითეილი საკმაოდ გამოცოცხლდა და თითქმის გაუთანაბრდა 2019 წლის მაჩვენებლებს.
„იდენტურია ეროვნულ ვალუტაში, თუმცა, დოლარში დაახლოებით 13%-ით ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს. იმპორტიორებს პროდუქცია დოლარსა და ევროში შემოგვაქვს. შესაბამისად, სრული სურათის მისაღებად ვალუტაშიც უნდა გავაკეთოთ ანალიზი. დინამიკა ცალსახად დადებითია, ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ წლის განმავლობაში გაგვეხსნა ახალი ბრენდის მაღაზიები, მათ შორის, 3 kiko Milano-ს ბრენდის. 2021 წელმა მოგვცა იმის საშუალებაც, რომ 2022 წელს ახალი ბრენდების შემოყვანა დავგეგმოთ,“ - აცხადებს მაღალაშვილი.
კითხვაზე, რამ განაპირობა შემოდგომის შემდეგ ასე გააქტიურება, „რეითეილ გრუპ ჯორჯიას” ხელმძღანელი აცხადებს, რომ ის სახსრები, რომელიც სამოგზაუროდ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, საზოგადოებამ რითეილში მიმართა.
„რეითეილ გრუპ ჯორჯია” ქვეყანაში 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის 60 მაღაზიას წარადგენს.