ბიზნესი
16/07/2021

"რიყის დოქები" აღარ გაიაფდება

ქონების ეროვნული სააგენტო რიყის დოქების სარეალიზაციო ფასის კიდევ ერთხელ შემცირებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, აღნიშნული აქტივის პრივატიზაციაზე აქტიური მუშაობა მიდის.

„დღესდღეობით დაინტერესება არის რამდენიმე მხარისგან და მათ წინადადებებს ველოდებით. შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. ჯერჯერობით ფასის შემცირებას არ ვაპირებთ და რიყის დოქებს ისევ გამოვიტანთ აუქციონზე,“ - განმარტა გიორგი დუგლაძემ.

შეგახსენებთ, რიყის დოქები აუქციონზე რამდენჯერმე იყო გამოტანილი, თუმცა ვერ გაიყიდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ შედგა. მას შემდეგ აუქციონი კიდევ 3-ჯერ გაიმართა, ბოლო აუქციონზე მისი ფასი 47.5 მლნ ლარიდან იწყებოდა, თუმცა მსურველი არც ამ შემთხვევაში გამოჩნდა.

აუქციონის პირობების მიხედვით პირს რომელიც „რიყის დოქებს“ შეიძენდა გარკვეული ვალდებულებები ეკისრებოდა. ინვესტორს მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა და ფუნქციონირებისთვის არანაკლებ 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელებინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022