ბიზნესი
20/01/2022

"რიკო კრედიტის" დიღმის ფილიალის ნაწილი დაიწვა

„რიკო კრედიტის”  დიღმის ფილიალის (ევგენი მიქელაძის ქ. 7ა) ნაწილი დაიწვა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მისივე ინფორმაციით, „რიკოს“ სტანდარტების კაფსულამ შიდა სივრცე და ყველა კლიენტის ნივთი გადაარჩინა. მიუხედავად ამისა, ზარალი მაინც იქნება, რომელიც უახლოეს მომავალში დაითვლება. ნიკოლაიშვილის განცხადებით, შენობა დაზღვეული იყო.

„ჩვენს გვერდზე მდებარე "ფარმადეპოს" აფთიაქი მთლიანად დამწვარია, ჩვენი ფილიალის ერთი კედელი დაიწვა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რკინის კაფსულაში გვქონდა მთლიანად ფილიალი ჩასმული, სრულად დაწვას გადავურჩით,“-აცხადებს ნიკოლაიშვილი.

Businesspartner