ბიზნესი
03/02/2022

რესტორანი "წისქვილის" შენობა არქიტექტურული გამოცემა ArchDaily-ს ჯილდოზეა ნომინირებული

2022 წლის საუკეთესო შენობა - არქიტექტურული გამოცემა ArchDaily-ს ნომინაციაზე რესტორანი "წისქვილის" შენობაა წარდგენილი, - ინფორმაციას რესტორნების კომპლექსი "წისქვილი ავრცელებს."

15 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულს ხმის მიცემის შედეგად ArchDaily-ს მკითხველები გამოავლენენ. “წისქვილი” ნომინირებულია კატეგორიაში „Hospotality Architecture”, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისათვის დაპროექტებულ შენობებს აერთიანებს.

რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ არქიტექტურული კომპანია „სტუდია 9“-ის პროექტია. პროექტის ავტორია „სტუდია 9“-ის მთავარი არქიტექტორი მამუკა ჩხაიძე.

რესტორანების კომპლექსი „წისქვილი“ მდებარეობს თბილისში, ა. ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ტერიტორია 6607 კვ.მ-ის ფართზე. რესტორანი დაპროექტდა მდინარე მტკვრის სანაპიროზე რეალურად არსებული წყლის მინი წისქვილის ტერიტორიაზე.

მუზეუმ-რესტორანში წარმოდგენილია ლანდშაფტის, ექსტერიერის, ინტერიერისა და შიდა ეზოს ერთიანი სივრცე - ექსტერიერიდან აღიქმება ინტერიერი და პირიქით. მუზეუმ-რესტორანში ასევე წარმოდგენილია ტრადიციული და თანამედროვე მასალების შერწყმა.

რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ასევე ნომინირებულია ევროკავშირის მის ვან დერ როეს 2022 წლის პრიზზე, ნომინაციაში- თანამედროვე არქიტექტურა.

Businesspartner