ბიზნესი
24/08/2022

რენტალსი: გარკვეული დისკომფორტის გამო რუსებზე ბინებს არ ვაქირავებთ

უძრავი ქონების სააგენტო „რენტალსის“ ხელმძღვანელი ზურაბ ერისთავი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებულია მოთხოვნა ბინების გაქირავებაზე.

რაც შეეხება იმას, გამქირავებელთა რა ნაწილს აქვს შეზღუდვა რუსებზე ან უკრაინელებზე, ერისთავი განმარტავს, რომ კომპანიის შიდა გადაწყვეტილებაა, რომ რუსებზე ბინები არ გააქირაონ.

რაც შეეხება უკაინელებს,კომპანია "რენტალსი" პრემიუმ სეგმენტზე მუშაობს, უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილების მოთხოვნა კი უფრო ეკონომ კლასზე ვრცელდება. ამ კატეგორიის უძრავი ქონება კი კომპანიის ბაზაში არ არის.

„რუსების შემთხვევაში ბევრი ვიფიქრეთ და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყევტილება, რომ არ გვინდა ამ ხალხზე მუშაობა, რადგან ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი შეიძლება გაჩნდეს.აქამდე ვერ გავიგეთ რამდენი ხნით შეიძლება დარჩნენ, რას აკეთებენ. ასეთ ფორსმაჟორულ გარემოებებში შემოსული კლიენტები გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეპუტაცია და ჩვენი სიტყვის ფასი, რასაც დამქირავებელს ვეუბნებით,“-აცხადებს ერისთავი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023