ბიზნესი
20/04/2021

რედკო: ლარის გაუფასურება ბიზნესგეგმებში გარღვევას იწვევს

კომპანია „რედკოს“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ლარის გაუფასურების გამო, ბიზნესს გრძელვადიანი გეგმების გაკეთება უჭირს.

„ლარის გაუფასურება ქმნის ბევრ აღრევებს და გარღვევებს ჩვენს ბიზნესგეგმებში. აჩენს ბარიერებს როგორც გამყიდველისთვის ისე მყიდველისთვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში საბანკო ვალდებულებით იძენს ქონებას. ამ პირობებში ვცდილობთ, შევძლოთ კომპანიის ლიკვიდობისა და დასაქმებული ადამიანების შენარჩუნება. თუმცა ამის დიდხნიანი რესურსი სექტორში არ არის. თუ ასე გაგრძელდა მომავალი წელიც ძალიან რთული იქნება,“ - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.

მისივე განმარტებით, ბაზარზე უძრავი ქონების გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

„გაძვირებით უძრავ ქონებას ახლა ვერ გააძვირებ, ფასს განაპირობებს მოთხოვნა. მოთხოვნა კი დღეს ძალიან შემცირებულია, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში, სადაც ჩვენ ვოპერირებთ,“ - განმარტა „რედკოს“ გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, Colliers International-ის კვლევის თანახმად, 2021 წლის მარტში ახლადაშენებულ ბინებში წინა ორი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 35%-ზე მეტად გაიზარდა. სანაცვლოდ კი თითქმის 20%-ით შემცირდა მოთხოვნა პრემიუმ სეგმენტის ბინებზე. ამას სექტორის წარმომადგენლები ლოგიკურად, მომხმარებლების მსყიდველუნარიანობის შემცირბით ხსნიან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022