ბიზნესი
02/03/2021

"რედკო" ESCROW ანგარიშზე: ეს რისკებს არ დააზღვევს, სამაგიეროდ, პრობლემებს შეუქმნის მშენებლებს

მთავრობა დეველოპერულ საქმიანობაში ESCROW ანგარიშის დანერგვას გეგმავს. ეს არის  საბანკო ანგარიში, სადაც  დეველოპერმა  საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის თანხის არანაკლებ 20% უნდა  განათავსოს. კონკრეტულად,  უძრავი ქონების შეძენისას, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხები ESCROW ანგარიშზე გროვდება და მშენებელს მხოლოდ სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას, ან დასრულების შემდეგ შეუძლია ამ ანგარიშის გამოყენება.

საუბარია მხოლოდ მსხვილ, პირველი და მეორე კატეგორიის  კომპანიებზე, რომელთა ბრუნვა შედარებით მაღალია. მთავრობაში  განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მომხმარებლებს, უძრავი ქონების დაუსრულებლობის რისკებისგან დააზღვევს. 

კომპანია "რედკოს“ დირექტორი  "ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ საცხოვრებელი ფართის რეალიზაციისას, თანხის გარკვეული ნაწილის ანგარიშზე გაყინვა, ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

"გაუგებარია, რას ემსახურება ახლა ამ რეგულაციის შემოღება, მით უფრო იმ ფონზე, როცა სექტორი პანდემიის კრიზისისგან გამოწვეულ პრობლემებს ახლაც ებრძვის. მართალია, ეს მიდგომა მრავალ  ევროპულ ქვეყანაშია დანერგილი, მაგრამ საქართველოს მთავრობას ავიწყდება, რომ საქართველოში, დეველოპერული სექტორი არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, რომ ახალი რეგულაცია შემოვიღოთ. ან ასევე, რას ემსახურება ეს 20%?  ვინმეს  ჰგონია, რომ ეს 20% დააზღვევს რისკებს? რა თქმა უნდა, არა.  სამაგიეროდ, ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის, ამან კი საბოლოოდ, შესაძლოა,  ბინების  გაძვირება გამოიწვიოს,“ - განაცხადა  მალხაზ კუნელაურმა

აღსანიშნავია, რომ ESCROW ანგარიშის გამოყენება ნებაყოფლობითი იქნება მცირე დეველოპერებისთვის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023