ბიზნესი
16/09/2021

რატომ ვერ მოიზიდა "ალგორითმმა" $1.2 მლნ-ის ინვესტიცია

კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია „ალგორითმმა” წარმოების გასაახლებლად ინვესტიციები ვერ მოიზიდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის მენეჯერმა დავით კორახაშვილმა განუცხადა, ქართულ IT კომპანიაში ინვესტიციების განხორციელებით რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი იყო დაინტერესებული, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება  ვერ შედგა.

კომპანიამ წარმოების გასაახლებლად საჭირო თანხები ვერც კომერციული ბანკებისგან მოიზიდა.

„ინვესტირებაზე უარის თქმის მიზეზი სხვადასხვა იყო, ზოგისთის მაღალი პროცენტი, ზოგისთვის ფასი. საუბარი იყო 1.2 მლნ დოლარზე. ყველაზე მეტად ამ ქარხნის დახურვით ქვეყანამ იზარალა. სამწუხაროა, რომ ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხელშეწყობა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ ბოლო 3 წელში შეძლო და 6 ამერიკული, 3 ჰოლანდიური და 3 გერმანული, მსოფლიოში საუკეთესო ბრენდის ოფიციალური იმპორტიორი გახდა,“ - აცხადებს კოროხაშვილი.

შეგახსენებთ, „ალგორითმის“ ქარხანა 2011 წელს გაიხსნა. ქარხანაში პირველკალსელების კომპიუტერების აწყობა და პროგრამების ჩატვირთვა ხორციელდებოდა. სწორედ, ამ ქარხანაში აწყობილი ნეთბუქები მიიღეს 2011-2012-2013 წლებში პირველკლასელებმა.

ქარხანა „ალგორითმმა“ ბოლო მსხვილი შეკვეთა სახელმწიფოს მხრიდან პირველკლასელთა ნეთბუქებზე 2013 წელს მიიღო, მას შემდეგ კი ქარხანა გაჩერებულია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020