ბიზნესი
02/03/2022
ავტორი: Business Partner

რას აკეთებს ქართული ბიზნესი უკრაინის მხარდასაჭერად - განახლებადი სია

რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში "ბიზნესპარტნიორი" ცდილობს თავი მოუყაროს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს ქართული ბიზნეს სექტორი უკრაინის მხარდასაჭერად (ინფორმაცია  განახლებადია).
 
გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებმაც აღნიშნულ საქმეში გარკვეული წვლილი შეიტანეს:
 
  • ტურიზმის სექტორი პირველივე საათებიდან სთავაზობს განთავსებას საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს (Spend 4 Seasons in Georgia ჯგუფის დახმარებით დღემდე მიმდინარეობს უკრაინელების დაბინავება.სასტუმროების სიაც რა თქმა უნდა განახლებადია) 
  • ქართული სტარტაპი პულსარის ქართველი და ამერიკელი თანამშრომლები შემოწირულებებს აკეთებენ უკრაინისთვის, კომპანიის განცხადებით შეგროვებულ თანხას გააორმაგებს თავად "პულსარი"
  • TBC - თიბისი ბანკმა შექმნა საქველმოქმედო ფონდი, სადაც ამ დროის მონაცემებით 400,000 ლარზე მეტი შეგროვდა (ბანკმა ფონდში 200,000 ლარი გადარიცხა)
  • მადარტი • Madart - საკვებით მოამარაგა საქართველოში დარჩენილი უკრაინელები;
  • ჯიპისი აფთიაქი - GPC Pharmacy & Pharmadepot ∙ ფარმადეპო   1 მლნ ლარის ჰუმანიტარული დახმარება საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის;
  • ევექსი კლინიკები • Evex Clinics უკრაინელებს უსასყიდლოდ გაუწევს სამედიცინო კონსულტაციასა და გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას;
  • საქართველოს ფოსტა / Georgian Post უსასყიდლოდ მიიღებს და გააგზავნის ჰუმანიტალურ დახმარებას ფიზიკური პირებისგან;
  • PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი 200,000 ლარის მედიკამენტები და პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები;
  • Silknet - სილქნეტი - უკრაინის მიმართულებით ზარები უფასოა;
  • AutoBus / ავტობასი საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს სთავაზობს ტრანსპორტირებას სასურველ სასტუმროსა თუ საცხოვრისამდე;
  • ვივამედი • Vivamedi საქართველოში მყოფ უკრაინელებს უსასყიდლოდ სთავაზობს სამედიცინო მომსახურებას;
  • ჯეპრა • Gepra სამუშაო სივრცე უკრაინელებისთვის;
  • Wolt-მა და "წითელი ჯვრის ასოციაციამ" უკრაინელების მხარდასაჭერად დონაცია დაიწყო;
  • ბილაინი - Beeline უკრაინის მიმართულებით ზარები და შეტყობინებები უფასოა;
  • Collider • კოლაიდერი სამუშაო სივრცე უკრაინელებისთვის;
  • სარესტორნო ბიზნესი - სხვადასხვა რესტორანი უკრაინელებს საკვებით უმასპინძლდება (დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას რესტორნების შესახებ)
  • Holiday Inn Tbilisi შესაძლებლობების ფარგლებში უმასპინძლებს უკრაინელებს, ვინც ამ მომენტში საქართველოში იმყოფება და დახმარებას საჭიროებენ!
  • რესტორანი Chveni • ჩვენი მზადაა ნებისმიერ დროს უმასპინძლოს და დაეხმაროს მათ საკვებით, რა თქმა უნდა, სრულიად უსასყიდლოდ!  
  • Qvevri • ქვევრი გუნდის გადაწყვეტილებით უკრაინის მოქალააქეებს რომლებიც ამ მძიმე ვითარებაში ვერ ახრეხებენ სამშობლოში დაბრუნებას რესტორანი ,,ქვევრი'' უსასყიდლოდ გაუმასპინძლდება სადილით!
  • Iveria Inn Tbilisi საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ, სასტუმროში განთავსებას სთავაზობს! 
  • Sairme Hotels & Resorts / კურორტი საირმე ადამიანებს, რომლებიც საომარი მდგომარეობის გამო ეძებენ დროებით თავშესაფარს, სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს სასტუმროებში განთავსებას!
  • Orbeliani Residence Hotel სასტუმროში სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლა!
  • Liberty • ლიბერთი უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებს
  • Folk Boutique Hotel უფასო განთავსება საქართველოში მყოფ უკრაინელ მოქალაქეებს! 
  • Luca Polare 10,000 ლარი უკრაინელი ბავშვებისთვის! 
  • პინეო სამედიცინო ეკოსისტემა უკრაინელ მეგობრებს, რომლებსაც საომარი მდგომარეობის გამო, მოუწიათ საქართველოში დარჩენა, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობს.

  • დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი   უკრაინის მოქალაქეებს ამბულატორიაში არსებულ ყველა მომსახურებას უფასოდ სთავაზობს .
  • ალტერსოქსი თავის პროდუქციას (წინდებს) უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სახით გააგზავნის. 
  • ასოციაცია "ანიკა"   ეტლით მოსარგებლე უკრაინელებს საცხოვრებლით დაეხმარება.
  • ბაზარი ორბელიანზე • Bazari Orbeliani საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელებს უსასყიდლოდ მასპინძლობენ ლანჩზე! ასევე, არის გამოყოფილი სივრცე პროდუქტებისთვის, რომლის არჩევაც თავად შეძლებენ.
  • Biochimpharm • ბიოქიმფარმი უკრაინას 40 000 ლარის ღირებულების ფაგის პრეპარატებს გადასცემს.  
  • Hotel Tbilisi Central-ში თავს აფარებს 40 უკრაინელი, რომელთა განთავსებას უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ!
  • საქართველოს ბანკი • Bank of Georgia -ის ინიციატივით, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, წითელი ჯვრის მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემა უკრაინელ ხალხს. ასევე, პარტნიორ სასტუმროებთან ერთად, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უზრუნველვყოფთ საცხოვრებელი ადგილებით.გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს, ფინანსური თანადგომა გამოხატოს უკრაინის მიმართ, თანხის ჩარიცხვა შეუძლია საქართველოს ბანკის ფონდის - სიცოცხლის ხის ანგარიშზე. "საქართველოს ბანკის" თანამშრომლების სახელით ანგარიშზე უკვე გადარიცხულია 250 000 ლარიჩარიცხული თანხა სრულად გადაირიცხება წითელ ჯვარში.
  • ბიქეი ქონსთრაქშენი • BK Construction და თეთრი კვადრატი • White Square 50,000 ლარიანი დახმარება უკრაინაში ბავშვების მხარდასაჭერად!
  • Brotplatz • ბროტპლატცი თბილისის სასტუმროებს, რომლებიც უსასყიდლოთ მასპინძლობენ უკრაინელ მოქალაქეებს  კერძებს საჩუქრად უგზავნის.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ უკრაინელ ტურისტებს მის საერთო საცხოვრებელში განათავსებს და უზრუნველყოფს ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობებით (კვება და სხვ)
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკრაინელ სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს.
  • "საქართველოს რკინიგზის" გადაწყვეტილებით, უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ.
  • ლიბერთი ბანკის გადაწყვეტილებით, ბანკის ბანკომატებში უკრაინული ბარათებით სარგებლობისას თანხის განაღდება საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი
  • საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა.